Friday, June 18, 2010

სამკურნალო საშუალებები ჩვენს სოფელში



1.პროექტის  სახელი: სამკურნალო   საშუალებები   ჩვენს   სოფელში
 

2.მოკლე  აღწერა:
  სამუშაო ჯგუფი მოიძიებს და თავს მოუყრის ინფორმაციას თავიანთი სოფლის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ველური მცენარეების სამკურნალო თვისებების და გამოყენების შესახებ.ინფორმაციას მოიპოვებენ როგორც სხვადასხვა ლიტერატურიდან,ასევე შესაბამისი გამოცდილების მქონე რამდენიმე ქალბატონისგან.
3.პროექტის  სრული  აღწერა:
  სამუშაო ჯგუფი შეარჩევს პროექტს,განსაზღვრავს კონკრეტულ პრობლემებს და მიზნებს,შე–
ადგენს სამუშაო გეგმას,ბიუჯეტს,გადაინაწილებს ფუნქციებს,რის შედეგადაც განახორციელებენ დასახულ მიზნებს.კერძოდ შეარჩევენ სოფლის ტერიტორიაზე არსებულ მცენარეებს, გაარკვევენ მათ სამკურნალო თვისებებს, სამკურნალო დანიშნულებით დამზადების,გამოყენების და მიღების წესებს.მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზებას,დახარისხებას და ნაშრომის სახით შექმნას.
4.მონაწილეთა  ასაკი:
  14–15 წელი.
5.ვადები, ხანგრძლივობა: 
  ერთი თვე.
6.შესძლო  აქტივობები  კლასში:
  წარმომადგენლებ ურთიერთთანამშრომლობა,თანამშრომლობა საზოგადოების თან,კვლევა,ინფორმაციის მოძიება,ორგანიზება და თავმოყრა.
  საუშაო ჯგუფის წევრებს განუვითარდებათ გარემოზე პასუხისმგებლობის და ზრუნვის უნარი,შემოქმედებითობის უნარი.
7.მოსალოდნელი  შედეგები, პროდუქტები  რაც  შეიძლება  შეიქმნას:
  პროექტის განხორციელების შედეგად მივიღებთ მივიღებთ სამედიცინო ხასიათის კვლევით ნაშრომს,რომელშიც აღწერილი იქნება ასპიძის რაიონის სოფელ აწყვიტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ველური სახეობის მცენარეთა ნაწილი, რომელთაც გააჩნიათ სამკურნალო თვისებები. ასევე ასხულია ბოსტნეულის შემადგენლობა ვიტამინების მიხედვით.
  ნაშრომის ღირებულება იმითაც განისაზღვრება, რომ ინფორმაციები მოძიებულია როგორც ლიტერატურიდან, ასევე სოფლის მოსახლეობიდან.
8. სარგებელი  სხვებისთვის:
  საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული ადამიანები ისარგებლებენ ნაშრომით და ნატურალური მცენარეული საშუალებების მომზადების შედეგად გაიუმჯობესებენ ჯანმრთელობას.უკეთ შეაფასებენ ბუნების მნიშვნელობას.
9. სამუშაო  ენა:  
  ქართული
10. სხვა  სკოლასთან  ურთიერთობა: ––––––––––––––––––––––––––––––––
11.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ   სასწავლ  გეგმასთან  კავშირი: 
  ბიოლოგია, ქიმია.
  გეო. IX.8.4. აფასებს და იყენებს საქართველოსთვის დამახასიათებელ ბუნებრივ რესურსებს (მცენარეები). 
   
  გეო.IX.2.3 აღწერს ქართველოს ბუნებრივ რესურსებს.


12. პროექტის  ფასილიტატორი: ეთერი გაჩეჩილაძე.
13. ფასილიტატორის  ელ–ფოსტა: egachechiladze@gmail.com